среда, 29 июня 2011 г.

სასწავლო პროექტი

1.      პროექტის სახელი: ,,ეგვიპტის პირამიდები’’.
2.    პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინანადება:  პროექტის მონაწილეები ინტერნეტის დახმარებით  მოიძიებენ ინფორმაციას პირამიდების შესახებ, შეისწავლიან პირამიდას, მის სახეებსა და თვისებებს, გამოყენებას. შექმნიან პირამიდის მაკეტს. მოძიებული და დამუსავებული ინფორმაციის საფუძველზე შექმნიან პრეზენტაციას, ბლოგს.
3.      პროექტის სრული აღწერა:  პროექტის მონაწილეები დაიყოფა ჯგუფებად. ჯგუფებში განაწილდება დავალებები.
·         პირველი ჯგუფი: ინფორმაციის მოძიება  ინტერნეტისა  და სპეციალური ლიტერატურის დახმარებით.
·         მეორე ჯგუფი: პირამიდის, როგორც გეომეტრიული ფიგურის შესწავლა .
·         მესამე ჯგუფი: თვალსაჩინოების შექმნა პირამიდაზე, მაკეტის მომზადება და მისი ფართობისა და მოცულობის გამოთვლა.
·         მეოტხე ჯგუფი: ეგვიპტის პირამიდებზე ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი პრეზენტაციის აგება
·         მეხუთე  ჯგუფი: პროგრამული უზრუნველყოფა  –  ბლოგის შექმნა.
4.      მონაწილეთა ასაკი: 16 - 17 წელი.
5.      ვადები/ ხანგრძლივობა : 2 თვე.
6.      პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მოსამზადებელი სამუშაო, ჯგუებში მუშაობა, პროექტზე მუშაობა, პრეზენტაცია, კვლევა, მსჯელობა, მაკეტის შექმნა, ელექტრონული რესურსების შექმნა.
7.       მოსალოდნელი შედეგები: ძიებისა და კვლევის უნარ-ჩვევების გამომუშავება, ანალიზისა და სინთეზის, ჯგუფური მუშაობის უნარ–ჩვევების  განვითარება, ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარ–ჩვევების განვითარება.
8.      სარგებელი სხვებისთვის: პროექტის ფარგლებში შექმნილი ელექტრონული რესურსების გადაცემა სკოლის ბიბლიოთეკისათვის, რათა სკოლის სხვა მოსწავლეებმაც ისარგებლონ შექმნილი რესურსით.
9.      სამუშაო ენა: ქართული.    
10.  მოსწავლეები სხვა  სკოლებიდან: –
11.  საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია, ისტორია, ქართული, ხელოვნება .ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირში ამოიცნობს, აღწერს და გამოსახავს გეომეტრიულ ფიგურებს, პოულობს სივრცულ ფიგურებს, ითვლის ფართობებსა და მოცულობებს.
12.   პროექტის ფასილიტატორი:  ლია გელაძე
13.  ფასილიტატორის ელ–ფოსტა: lia.geladze6@gmail.com


Комментариев нет:

Отправить комментарий